11 655 ლარი ფერადი ფანქრების, პასტელებისა და ცარცების შესაძენად დაიხარჯა - საქონელი 21 საბავშვო ბაღს გადაუნაწილდება 
27-07-2023
ფერადი ფანქრები; პასტელის ფანქრები; ცარცი ფერადი -  ეს იმ ნივთების ჩამონათვალია, რომლის შესასყიდად რუსთავის ბაღების გაერთიანებამ ტენდერი ჩაატარა. ორგანიზაციას თავდაპირველად განსაზღვრული ჰქონდა 26 ათასზე მეტი ლარი, თუმცა საბოლოოდ, აღნიშნული ნივთების შეძენაში 11 655 ლარი გადაიხადა. 

აღსანიშნავია, რომ რუსთავის ბაღების გაერთიანებამ ტენდერის საშუალებით შეიძინა:  

ფერადი ფანქრების 2943 შეკვრა - არანაკლებ 12 ფერიანი შეკვრა;
პასტელის ფანქრების 2825 შეკვრა - არანაკლებ 12 ფერიანი შეკვრა;
ფერადი ცარცის 245 შეკვრა - სხვადასხვა ფერის, არანაკლებ 10 ცალიანი შეკვრა მუყაოს კოლოფში.

საქონლის მიწოდება განხორციელდება ეტაპობრივად ან ერთჯერადად, ბაღების გაერთიანების 21 ფილიალში. ბაღების კონკრეტული ჩამონათვალი ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას პირადად გადაეგზავნება.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203