ლენჯერის N2 სკოლის მოსწავლეებმა - ნინო გიგდელიანმა და საბა მერლანმა საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს
27-07-2023

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ლენჯერის N2 საჯარო სკოლაში 2022-2023 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა. პედაგოგებმა მოსწავლეებისთვის ხარისხიანი განათლების მისაცემად ძალ-ღონე არ დაიშურეს. სკოლაში განსაკუთრებით ახარებთ მოსწავლეთა სწავლაში მიღწეული წარმატება. 

წელს, საბაზო საფეხური წარჩინებით სკოლის ორმა მოსწავლემ - ნინო გიგდელიანმა და საბა მერლანმა დაამთავრა. მოსწავლეები პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ ბენეფიციარები არიან. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას ულოცავს და წინსვლასა და ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებს. 

აღსანიშნავია, რომ პროგრამა - „ჩემი პირველი კომპიუტერი“ 2009 წლიდან ხორციელდება. პროგრამით საჯარო სკოლის ის მოსწავლეები სარგებლობენ, რომლებმაც საბაზო საფეხური წარჩინებით დაამთავრეს და მათი საფეხურის ნიშანი 10 ქულაა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203