კერძო სკოლა „რუსთველის“ მოსწავლეებმა ჭადრაკის პირველობაში საპრიზო ადგილები დაიკავეს
09-05-2018
რუსთავის კერძო სკოლა „რუსთველის“ IIა კლასის მოსწავლეებმა ნინო მიქელთაძემ და ლაზარე ბერძენიშვილმა ჭადრაკში რუსთავში გამართულ ქვემო ქართლის პირველობაში საპრიზო ადგილები დაიკავეს. ნინო მიქელთაძე I ადგილზე გავიდა. მას გამარჯვებულის თასი, მედალი და I ხარისხის დიპლომი გადაეცა. ლაზარე ბერძენიშვილმა II ადგილი დაიკავა და მედლითა და II ხარისხის დიპლომით დაჯილდოვდა.
პირველობაში 8 წლამდე ასაკის ბიჭები და გოგონები მონაწილეობდნენ.
სკოლის დირექტორი ზაირა კიკნაველიძე, კლასის დამრიგებელი ხათუნა კობახიძე, ჭადრაკის პედაგოგი ლიანა ბიბილაშვილი და სკოლის პედაგოგიური კოლექტივი ნინოს და ლაზარეს გამარჯვებას ულოცავს. იხილეთ ფოტოები