ერეკლე საკმაოდ აქტიური სტუდენტია და უკვე არერთ პროეტში შეჯიბრში, მასტერკლასებსა და კონფერენციებში აქვს მონაწილეობა მიღებული. როგორც თავად გვეუბნება, აღნიშნულ ატივობებში მონაწილეობის მიღება ცოდნის გავრცობასა და ახალი გატაცების პოვნას უკავშირდება.
ერთ-ერთი ბოლო პროექტი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო „გახდი აუდიტორი 2023“ იყო, სადაც საქართველოს მასშტაბით ჯამში 35 შერჩეულ სტუდენტს შორის მოხვდა და გარდა აუდიტის სფეროსა, ნახსენები კომპანიის მიერ კარიერულ შემოთავაზებებს გაეცნო. პროექტი საჯარო აუდიტის ინსტიტუტისა და ხუთი საერთაშორისო საკონსულტაციო-აუდიტორულ კომპანიის EY, KPMG, PwC, DELOITTE, BDO-ს ორგანიზებით ჩატარდა, რომელთაგან ერთ-ერთში უკვე პრაქტიკის გავლა შეძლო.
ერეკლეს თქმით, იგი შემდეგი გამოწვევისთვის უკვე მზად არის:
„ვსწავლობ ფინანსებსა და ბუღალტერიის განხრას და ვიტყოდი, რომ მივიჩნევ ჩემს თავს ფინანსების ენთუზიასტად. ბავშვობიდან მიყვარდა რიცხვებთან მუშაობა და გამომდიოდა კიდეც, ასე რომ სწორედ ეს მიმართულება ავირჩიე ჩემი კარიერის გზადაც. რა თქმა უნდა, ჩემი ინტერესის სფერო ფინანსებს სცდება და ენტერპრენერობისკენაც მიმიწევს გული“.
ერეკლე სტარტაპი „BOOKi“-ს თანადამფუძნებელია, რომელიც საერთაშორისო საგრანტო კონკურსის „BIG IDEA CHALLENGE 2022-ის” ფავორიტი 2-ჯერ გახდა და 7 ქვეყნიდან წარდგენილ პროექტებს შორის საუკეთესოს ტიტული დაიმსახურა. BOOKi არის მეორადი წიგნების სავაჭრო პლატფორმა, სადაც გამყიდველები შეძლებენ თავიანთი წიგნების სახლიდან გაუსვლელად გაყიდვას, ხოლო მყიდველები კომფორტულად იპოვნიან და შეიძენენ სასურველ წიგნს. ამ იდეის მთავარი არსს, ქუჩაში მდგომი გამყიდველების დახმარება და წიგნების გაზრდილი საშუალო ფასისათვის შედარებით იაფ ალტერნატივას წარმოადგენს.
როგორც სტუდენტი გვეუბნება, BOOKi-მ უდიდესი გამოცდილება და ცოდნა შესძინა, რომელმაც სტარტაპისა და ზოგადად ბიზნესის რეალურ ოპერაციებსა და მიმდინარეობებს შეეხო და მიხვდა რა ხდებოდა რეალურ ცხოვრებაში მუშაობისას ამ სფეროში.
„ახალმა გამოცდილებებმა კი უკეთ გამაცნო ჩემი თავი და დამანახა, როგორც ძლიერი ასევე სუსტი მხარეებიც და ახლა, ვმუშაობ რომ გამოვასწორო.“
მან, ენტრეპრენერობის სფეროზე მეტი ცოდნისა და გამოცდილების დასაგროვებლად GITA & KIU innovation summer school-ში, EIA bootcamp-სა და Medialab-ის იდეადრომზეც მიიღე მონაწილეობა.
დღესდღეობით ერეკლე ჩართულია GITA-სა და Binance-ის ერთობლივ პროექტში, რომელიც ატარებს ონლაინ კურსს - „Blockchain and Business Fundamentals”, სადაც უკვე კრიპტო ბაზარზე გადაინაცვლა ფინანსების სფეროში ცოდნის გაღრმავების მიზნით.
„ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ჩემი პროფესიის და არჩეული მიმართულების გარდა დამოუკიდებლად ცხოვრება, ახალ გარემოსთან შეგუება და სოციალიზაცია მასწავლა. დამოუკიდებელი ცხოვრების დროს შევძელი დამენახა, ჩემი როგორც ძლიერი ასევე სუსტი მხარეები, უკეთ შემეცნო ჩემი თავი და მემუშავა იმაზე რომ გავმხდარიყავი ჩემი თავის უკეთესი ვერსია. ამ პროცესში კი ყოველთვის მქონდა იმ წამყვანი პროფესიონალების რჩევა-დარიგების იმედი, რომლებიც ჩვენ ყოველდღიურად გვასწავლიან და თავიანთ გამოცდილებას გვიზიარებენ“, - აღნიშნავს ერეკლე ბერიძე.