ვანის N1 საჯარო სკოლაში „ახალგაზრდული ფესტივალი 2018“-ის ფარგლებში განხორციელდა პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე".
პროექტში ვანის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
შეჯიბრებაში ვაჟთა შორის ჩემპიონის ტიტული ვანის N1 საჯარო სკოლის მოსწავლემ დავით თავაძემ მოიპოვა.
გოგონათა შორის კი ჩემპიონის ტიტული ზედავანის საჯარო სკოლის მოსწავლეს მარიამ მამასახლისს ერგო.
ტურნირის ორგანიზატორები ბავშთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი და ვანის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის ტურიზმისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური იყვნენ.
შეხვედრას ვანის კულტრის სამსახურის უფროსი ირმა ცხვარაძე, კულტურის სამსახურის თანამშრომლები ხათუნა სოსელია და სალომე ფახურიძე ესწრებოდნენ.
ვანის N1 საჯარო სკოლის დირექცია ულოცავს მე-10 კლასის მოსწავლეს დავით თავაძეს რაიონის ჩემპიონის ტიტულს და წარმატებებს უსურვებს.
იხილეთ ფოტოები