სკოლა „ანაბასისის“ მოსწავლეები შემოქმედებით ღონისძიებებში ერთვებიან
09-05-2018
ზესტაფონის კერძო სკოლა „ანაბასისში“ სწავლის პროცესის პარალელურად აქტუალურ თემებზე ღონისძიებები იმართება. 

ცოტა ხნის წინ ბულინგის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით სკოლაში აქცია მოეწყო, რომლის სახელწოდებაც გახლდათ - „სკოლა „ანაბასისი“ ბულინგის წინააღმდეგ“.

ახლახანს კი, ნოდარ დუმბაძის კვირეულთან დაკავშირებით სკოლა „ანაბასისის“ მეოთხე კლასის მოსწავლეები ნოდარ დუმბაძის ბიოგრაფიას გაეცნენ. 

მოზარდებმა მწერლის ნაწარმოებებიდან მათთვის საინტერესო ამონარიდები წაიკითხეს. 

სკოლის დირექციის ცნობით, მსგავსი აქტივობები მოსწავლეთა შემოქმედებით უნარებს აუმჯობესებს. 

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203