საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველებთან გასაუბრება 2 აგვისტოდან დაიწყება - იხილეთ დეტალური განრიგი 
29-07-2023

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგი გამოაქვეყნა.

სამინისტროს ცნობით, გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა პირმა უნდა გადაამოწმოს უნიკალური კოდის გამოყენებით. 

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველს არ ახსოვს უნიკალური კოდი, მას შეუძლია, ეწვიოს ვებგვერდს – https://directors.mes.gov.ge/ და გაიაროს ავტორიზაცია.

განრიგი რეგიონების მიხედვით შეგიძლიათ იხილოთ აქ:

თბილისი;

იმერეთი, აფხაზეთი, სამცხე-ჯავახეთი;

კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი;

გურია, სამეგრელო, ზემო სვანეთი, რაჭა-ლეჩხუმი, შიდა ქართლი.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს საჯარო სკოლების სამეურვეო საბჭოებისათვის დირექტორობის მსურველი კანდიდატების წარდგენის მიზნით, დირექტორობის უფლების მქონე პირმა, კომისიის წინაშე გასაუბრებაზე უნდა წარადგინოს განაცხადში მითითებული ყველა სკოლის სტრატეგიული განვითარების ხედვა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203