პირველადი შედეგების გამოცხადება - სოფიო გორგოძე დღეს ბრიფინგს ატარებს
31-07-2023
დღეს, 31 ივლისს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი, სოფიო გორგოძე ბრიფინგს ჩაატარებს.
ცნობილია, რომ ბრიფინგის თემა იქნება „2023 წლის გამოცდების დასრულება და პირველადი შედეგების გამოცხადება“.
შეგახსენებთ, რომ წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის სურვილი აბიტურიენტების უპრეცედენტო რაოდენობამ - 45 ათასზე მეტმა გამოთქვა; გამოცდები 3 ივლისს დაიწო და 26-ში დასრულდა.