საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები თავიანთ შვილებზე izrune.ge-სთან ერთად ზრუნავენ
ანასტასია და დავით ჯაფარიძეები თურქეთში ცხოვრობენ. მათი მშობლები ქალაქ ანკარაში დიპლომატიური მისიით არიან. ბავშვები ამერიკულ სკოლაში სწავლობენ. ანასტასია მე-3 კლასშია, მისი ძმა დავითი კი - მე-2-ში. ამერიკული სკოლის სისტემა ქართულისაგან ძალიან განსხვავდება. როგორც მათი დედა თეა ბარამიძე აღნიშნავს, იმისათვის, რომ ბავშვებმა მომავალში ქართულად შეძლოდ სწავლის გააგრძელება, მათ ახალი საიტი Izrune.ge მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს:
-
Izrune.ge ძალიან სასარგებლო პროექტია. განსაკუთრებით იმ ბავშვებისთვის, რომლებიც არ სწავლობენ ქართულ სკოლაში, რადგანაც ამ საიტზე ხელმისაწვდომია კითხვები არა მხოლოდ ქართულ ენაში, არამედ სხვა საგნებშიც, ბავშვები ეცნობიან ახალ ტერმინებს, რაც მათ ხელს შეუწყობს მომავალში ქართულად გააგრძელონ სწავლა.
Izrune.ge 25-წლიანი გამოცდილებისა და თანამედროვე პროგრესის მოთხოვნების საფუძველზე შექმნილი მოსწავლეთა ინოვაციური სააგანმანათლებლო პორტალია. საიტი ინტერნეტ-სივრცეში 2017 წლის ოქტომბერში გამოჩნდა და როგორც საქართველოში მცხოვრები მოსწავლეებისა და მშობელების, ასევე საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეების ყურადღება მალევე მიიქცია.
ჯაფარიძეების ოჯახი Izrune.ge-ზე ერთი თვის წინ დარეგისტრირდა. როგორც ანასტასიასა და დავითის დედა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, ბავშვები ტესტებზე ხალისითა და დიდი ინტერესით მუშაობენ.
„ინფორმაცია ამ საიტის შესახებ ჩვენმა მასწავლებელმა,
თინათინ გოგიაშვილმა მოგვაწოდა და გვირჩია ბავშვებისთვის. ერთი თვეა, რაც დავრეგისტრირდით
Izrune.ge-ზე. ჯერ საცდელად ერთთვიანი პაკეტი გავააქტიურეთ, ბავშვების დაინტერესების შემდეგ კი ათთვიანი პაკეტი შევიძინე. ისინი ხალისით მუშაობენ და მათთვის
ეს სასარგებლო შრომაა. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ენის დაუფლებაში ძალიან გვეხმარება ონლაინ გაკვეთილები, რომლებიც სისტემატიურად ტარდება განათლების სამინისტროს მიერ.“
ანასტასიასა და დავითის მსგავსად, დღეს ბევრი ბავშვი იმყოფება საზღვარგარეთ და არა აქვს საშუალება, სრულფასოვნად დაეუფლოს ქართულს. მათთვის და მათი მშობლებისთვის
Izrune.ge ნამდვილი აღმოჩენა და დიდი მხარდაჭერაა. საიტი ხელს შეუწყობს ქართველ ბავშვებს, რომ მუდმივად იყვნენ ქართულ სივრცეში და გაუადვილდეთ განათლების ქართულ სისტემაში დაბრუნება...
თუ თქვენც ემიგრაციაში ხართ და
Izrune.ge-ში ჯერ კიდევ არ ჩართულხართ, გაიარეთ რეგისტრაცია დღესვე და ინდივიადუალური ტესტების საშუალებით იზრუნეთ, რომ თქვენი შვილები ქართულად აზროვნებას მიეჩვიონ.