პორტფოლიოს დაცვის პასუხები „ესქულის“ ბაზაში აისახა - პედაგოგებს სტატუსები ეტაპობრივად მიენიჭებათ
31-07-2023

წამყვანობსა და მენტორობის მსურველი მასწავლებლების ნაწილს, ვინც საკუთარი პროფესიული საქაღალდე კომისიას წარუდგინა, შეფასება „ესქულის“ ბაზაში უკვე აესახა.

როგორც etaloni.ge-სთვის ცნობილი ხდება, სპეციალურ  გრაფაში გაჩნდა წარწერა „შესაბამისი“, რაც ნიშნავს, რომ პედაგოგების ნაწილს პორტფოლიო დადებითად შეუფასდა.

განმარტება: სტატუსის ამაღლების საფუძველს წარმოადგენს „შესაბამისი“ დონით შეფასებული სამივე მიმართულება (სასწავლო პროცესის დაგეგმვა და წარმართვა; სკოლის განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება; პროფესიული პასუხისმგებლობა).

შეფასების ასახვა „ესქულის“ ბაზაში ეტაპობრივად მოხდება, ხოლო რაც შეეხება სტატუსის შესაბამის დანამატს, განათლების მინისტრის, გიორგი ამილახვარის განმარტებით, მასწავლებლები მას სექტემბრიდან მიიღებენ. „მიუხედავად იმისა, რომ პორტფოლიოს წარდგენის ვადამ გადაიწია, მასწავლებლებს შეეძლებათ გაზრდილი სტატუსის დანამატით 2023-2024 სასწავლო წლიდან ისარგებლონ“, - განაცხადა მინისტრმა. 

ცნობისათვის: მასწავლებლის საქმიანობის შეფასება ატარებს როგორც განმსაზღვრელ, ასევე, განმავითარებელ ხასიათს. მასწავლებელი თითოეული მიმართულებით ფასდება. შეფასების დონეებია - შესაბამისი და გასავითარებელი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203