საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველ პირთა საყურადღებოდ! - ინფორმაციას სამინისტრო ავრცელებს
31-07-2023

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველთა გასაუბრების განრიგის მიხედვით, გასაუბრების პროცესი დაიწყება 2023 წლის 02 აგვისტოდან და გაგრძელდება 26 აგვისტომდე. 

გასაუბრების თარიღი დირექტორობის მსურველმა პირმა უნდა გადაამოწმოს უნიკალური კოდის გამოყენებით. 

საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოებისთვის წარდგენის მიზნით, დირექტორობის მსურველებთან გასაუბრების დეტალური განრიგი 

იმ შემთხვევაში, თუ დირექტორობის მსურველმა პირმა თანხმობის განაცხადში მიუთითა სხვადასხვა ქალაქის/რეგიონის საჯარო სკოლა, გასაუბრებაზე დაბარებული იქნება ქალაქების/რეგიონების მიხედვით. შესაბამისად, გასაუბრების თარიღი უნდა გადამოწმდეს შესაბამისი ქალაქის/რეგიონის განრიგების მიხედვით.  

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ დირექტორობის მსურველმა პირმა თანხმობის განაცხადში მიუთითა საჯარო სკოლა, სადაც დირექტორად არჩეულ/დანიშნულ იქნა ზედიზედ  ორჯერ – აღნიშნულ სკოლასთან დაკავშირებით მასთან გასაუბრება არ განხორციელდება.

დირექტორობის მსურველი  პირები, რომლებმაც თანხმობის განაცხადში მხოლოდ ის სკოლები მიუთითეს, სადაც  დირექტორად არჩეულ/დანიშნულ იქნენ ზედიზედ  ორჯერ, გასაუბრების განრიგში გათვალისწინებული არ არიან.

მნიშვნელოვანია, რომ გასაუბრებაზე გამოცხადებისას, დირექტორობის მსურველმა  პირმა თან უნდა იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203