სკოლები ავტორიზაციას გადიან, რის ფარგლებშიც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს გარკვეული პირობების შესრულება უწევთ - მათ შორისაა ის დოკუმენტები, რომლებიც სასკოლო საზოგადოების თანამშრომლებმა უნდა მოაწესრიგონ.
მასწავლებლებს ევალებათ 4 მთავარი დოკუმენტის წარდგენა, რომელთა ჯამური ღირებულებაც 73 ლარია.
etaloni.ge გთავაზობთ იმ დოკუმენტების ჩამონათვალს, რომლებიც სკოლაში დასაქმებულმა მასწავლებლებმა უნდა წარადგინონ:
ცნობა ნასამართლეობის შესახებ;
ცნობა სქესობრივი დანაშაულის შესახებ;
ცნობა, რომ აქვს პედაგოგიური საქმიანობის უფლება;
ცნობა ნარკოლოგიურიდან;
ნოტარიულად დამოწმებული დიპლომის ასლი.