გიმნაზია „იბერიის“ მოსწავლეებმა ბუნებაში წიგნები წაიკითხეს
09-05-2018
ბათუმის მრავალდარგობრივ გიმნაზია „იბერიაში“ შემეცნებითი და სახალისო აქტივობებით დატვირთული გაკვეთილები ტარდება. მორიგი საინტერესო გაკვეთილი ბუნებაში ჩატარდა.
გეოგრაფიის მასწავლებელმა ქრისტინა ჩავლეიშვილმა მეხუთე კლასის მოსწავლეები გარეთ გაიყვანა, სადაც მათ ჩრდილებზე დაკვირვება შეძლეს.
ექსპერიმენტის შემდეგ კი მოსწავლეებმა ბუნებაში წიგნები წაიკითხეს.