აბიტურიენტი, რომელმაც ქართულის გამოცდაზე მაქსიმალური, 60 ქულა აიღო - გაიცანით, მარი გარუჩავა
01-08-2023

დღეს, პირველ აგვისტოს ქართულ ენასა და ლიტერატურაში პირველადი ქულები გამოქვეყნდა და უმაღლესი ქულების მქონე აბიტურიენტების ვინაობაც უკვე ცნობილია. მათგან ერთ-ერთია ბაღდათის N1 საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, მარი გარუჩავაა.

მას, Etaloni.ge მიღწეული წარმატებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ესაუბრა.

„ერთი წელი ვემზადებოდი ქართულ ენასა და ლიტერატურაში. მაქსიმალისტი ადამიანი ვარ და შესაბამისად ამ შედეგის მისაღწევად რეპეტიტორთან უნდა მევლო. მიზანს მივაღწიე კიდეც. ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი მიუძღვის ჩემს მასწავლებელს. თსუ-ში ვაბარებ სამართალზე. გამოცდიდან რომ გამოვედი, ძალიან კმაყოფილი ვიყავი. ჩემი მთელი ენერგია და ძალისხმევა დავახარჯე საკითხებს, მაგრამ ადამიანს საკუთარი შრომა არ აკმაყოფილებს არასდროს, მეც ეგრე ვიყავი. ერთ საკითხში ეჭვი მეპარებოდა და შესაბამისად მაქსიმალურ ქულას არ ველოდი. მეგონა ერთი-ორი ქულით ნაკლებს ავიღებდი და თითქმის დარწმუნებულიც ვიყავი ამაში, ამიტომ შოკში ჩამაგდო შედეგმა და ჯერ კიდევ მაგ განცდებში ვარ“, - გვეუბნება მარი გარუჩავა.

შეგახსენებთ, რომ გამოცდის მინიმალური ქულა 15-ზე მეტია, ხოლო მაქსიმალური 60-ია.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203