გაიცანით, დავით ყაველაშვილი - KIU-ს მეორე კურსის სტუდენტი და 3 წარმატებული სტარტაპის მფლობელი
03-08-2023
დავით ყაველაშვილი ქუთაისის უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია, რომელიც კომპიუტერული მეციენებების პროგრამაზე სწავლობს. მან ოქროს მედალზე დაამთავრა ვლადიმირ კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199-ე საჯარო სკოლა. უნივერსიტეტში კი 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა და კამპუსზე ცხოვრების დაფინანსებაც მოიპოვა. 

როგორც დავითი გვეუბნება, ბავშვობიდან დაინტერესებული იყო მათემატიკით და არაერთ ოლიმპიადაში აქვს მონაწილეობა მიღებილი თანც წარმატებით. თუმცა საყვარელი საგანი მაინც ფიზიკა უფრო იყო, მის გატაცებას კი ელექტროინჟინერია წარმოადგენს. ეს ინტერესი კი სათამაშო მანქანების დაშლისას გაუჩნდა.

„არ დამავიწყდება, ის დრო, როდესაც კომაროვში ახალი ელექტროინჟინერიის წრე გამოჩნდა. მიუხედავად ინტერესისა, ამ სფეროში ჩემი ცოდნა დაბალი იყო, ამიტომ მომიწია ყველაფრის თავიდან სწავლა. თუმცა ჩემმა მონდომებამ და ბეჯითობამ მთელი მასალის უპრობლემოდ ათვისების საშუალება მომცა.“

აღსანიშანავია ისიც, რომ 
დავითი 2018 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულია. თავის გუნდთან ერთად მან წარადგინა პროექტი „უნივერსალური ავზი“ რომელიც, სახლში ავტომატური წყლის მიწოდების სისტემას წარმოადგენდა.

„მახსოვს პანდემიის პერიდოში ყველა სახლში იყო და იმაზე ნერვიულობდა თუ რა ცუდია კარანტინი. მე ეს პერიოდი ჩემს სასიკეთოდ გამოვიყენე. დავიწყე ახალი პროგრამული ენების შესწავლა. გავხდი ვებ-დეველოპერი, შევისწავლე PYTHON, PHP და სხვა პროგრამული ენების ბაზისები. ამ ყველაფრის პარალელურად, მე და ჩემმა მეგობრებმა, დავიწყეთ მუშაობა ჩემ პირველ პროექტზე. ჩვენი მიზანი იყო, აგვეწყო საიტი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს დაეხმარებოდან საგაკვეთილო სილაბუსის უკეთესად ათვისებაში, ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით კი იგი მიაწოდებდა მოსწავლეს შესაბამის დავალებას ცოდნის გასაუმჯობესებლად“.

პანდემიის დასრულებისთანავე დავითი აქტიურად ჩაერთო მრავალი სახის აქტივობაში. გაიარა JAVA პროგრამული ენის ინტენსიური მომზადების კურსი. კლასელებთან ერთად განაგრძო მუშაობა სხვადასხვა პროექტზე, რომლის რეალიზების სურვილიც გაუჩნდათ. ამ დროს გადაწყვიტეს მონაწილეობა მიეღოთ GITA-ს პროტოტიპირების საგრანტო კონკურსში იდეით «SMART FLOW», რომელიც ფერმერებს სთავაზობდა ავტომატიზირებულ და დისტანციურად კონტროლირებად სარწყავ სისტემას. პირველი წარუმატებლობის მიუხედავად ის და მისი მეგობარი ლუკა ვარდოსანიძე არ დანებდნენ და მეორე განაცხადის წარდგენის შემდეგ მოიპოვეს პრიზი - 15 000 ლარი და 17 წლის ბიჭები, კომპანიის მფლობელები გახდნენ. 

12 კლასიდან დავითი აქტიურად ერთვება სასკოლო საკითხებში. კლასის პრეზიდენტობასთან ერთად აარსებს ახალ და ინოვაციურ კლუბებს. დაარსა ბიზნეს კლუბი, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აძლევს საბაზისო ინფორმაციას სტარტაპების შესახებ. ასევე დაარსა საიტების აწყობის წრე, რომლის მასწავლებელიც თვითონ გახლდათ. იგი კომაროვის სკოლაში პირველი მოსწავლე-მასწავლებელი გახლდათ.

„აბიტურიენტობის პერიოდი ჩემთვის ზედმეტად დატვირთული აღმოჩნდა. ვმუშაობდი ჩემს სტარტაპზე და აქედან გამომდინარე არ მქონდა დრო მოვმზადებულიყავი ეროვნული ოლიმპიადისთვის. მიუხედავად ამისა მოვხვდი kiu-ში – საქართველოში ყველაზე რთულად მოხვედრად უნივერსიტეტში 100%-იანი დაფინანსებით. მილენიუმის პროექტში გამარჯვების გამო კი უნივერსიტეტმა შეღავათი გამიკეთა - საცხოვრებელი კამპუსის სრული დაფინანსება. თავიდანვე დარწმუნებული ვიყავი, რომ KIU  მომცემდა შესაძლებლობაას ჩემი უნარები და ცოდნა უფრო მეტად გამეღრმავება. მჯეროდა არ ვიქნებოდი შეზღუდული და ჩარჩოებში მოქცეული ასეც მოხდა. KIU- მაძლებს იმ ცოდნას, რომლის დახმარებითაც კიდევ უფრო პროდუქტიული ვხდები“.

პროგრამირების გამოცდილება უნივერსიტეტშიც გამოადგა. ამასთან, საშუალება მისცა თავისი ცოდნა სხვებისთვის გაეზიარებიდა და გამხდარიყო Fundamentals of Programing (FOP) ის სტუდენტ-ასისტენტი.

დავითი აქტიურად არის ჩართული სტარტაპ სფეროსა და GITA Hardware Startup Incubator- ის პროექტში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში მან ჩამოაყალიბა ახალი იდეა და მოახერხა რომ საპირო ადგილი დაეკავებინა. სტარტაპი «Lopus Electronics» საგანმანათლებლო პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს STEM-ისა და პროგრამირების შესწავლას დისტანციურად, ვიდეოგაკვეთილების და საგანმანათლებლო კურსების მეშვეობით.

პარალელურად ის და ლუკა ვარდოსანიძე (აწ უკვე ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მენეჯმენტის 1 კურსელი) მონაწილეობას
იღებენ საქართველოში ორგანიზებულ Hackathone -ებში როგორიცაა: აგროთონი, კონსტრუქტონი, სხვადასხვა Game jam და ასე შემდეგ.

დავითი და ლუკა ვარდოსანიძე 27 და 28 მაისს გურჯაანის ტექნოპარკში, გამართულ ღვინოთონში პირველი ადგილის მფლობელები გახდნენ. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური გუნდის „Wine Guard” მოიცავდა: ავტომატური და დისტანციურად მართვადი მოწყობილობის შექმნას ქვევრში ვაკუუმის დასაცავად, ღვინის ოქსიდაციის პრევენციისთვის. გუნდის გამორჩეულმა ძალისხმევამ GITA-ს 5000 ლარიანი გრანტი მოიპოვა.

„Lopus Electronics” -ში მოღვაწობისას დავით ყაველაშვილი გახდა ელექტრო ინჟინერიის მასწავლებელი საჩხერის ნომერე მეორე საჯარო სკოლასა და ანდრია რაზმაძის სახელობის ქ.ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა

სტარტაპი “Lopus Electronics” GITA-ს 150 000-ლარიანი თანადაფინანსების გრანტების პროგრამის მეათე რაუნდის ფინალურ ეტაპზე გადავიდა. სტარტაპერებმა საკუთარი პროექტი საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგინეს. მიუხედავად წარუმატებლობისა გუნდი ახალი იდეებით ცდილობს განაგრძოს მუშობა იდეაზე, რათა სტარტაპი წარმატებულ ზინესად აქციონ.

ამ დროისთვის დავითი 3 წარმატებული სტარტაპის მფლობელია და იგი აქტიურად განაგრძობს ხარისხიანი განათლების მიღებას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში.

„ვიმედოვნებ რომ ის საქმე რასაც ვაკეთებ, დაეხმარება სხვებს გაიმარტივონ თავისი ცხოვრება და მიაღწიონ წარმატებას გაცილებით პატარა ასაკში“.

ამჟამად დავითი მონაწილებას იღებს GITA-ს საზაფხულო ბანაკში. იმის და მიუხედავად რომ 2 წლის განმალობაში მან დააგროვა ცოდნა და გამოცდილება სტარტაპის სფეროში, იგი მაინც აქტიურად არის ჩართული ლექციების პროცესში. ნაცნობი ლექციებიდან იგი ახალი დასკვნების გაკეთებას აკეთებს, ხოლო ახლებს ახლებურად ითვისებს. მიიჩნევს, რომ მსგავსი პროექტები აუცილებელია სტუდენტური ცხოვრებისათვის, რადგან ისინი საშუალებას აძლევენ მოსწავლეებს გამოცადონ თავიანთი თავი უნივერსიტეტის გარეთ. მადლობელია, რომ მოხვდა ამ წლის ნაკადში და შემდეგ წელს აუცილებლად გეგმავს ბანაკში მონაწილება მიიღოს დამხმარე ასისტენტად. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203