რა შემთხვევაში ხდება ქულების გათანაბრება - NAEC პასუხობს
06-08-2023

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 1-ელ აგვისტოს ქართულისა და ოსური ენების გამოცდების შედეგები გამოაქვეყნა; კმაყოფილები არიან თუ არა აბიტურიენტები საკუთარი შედეგებით, ცალკე საუბრის თემაა, თუმცა უკვე დაიწყო საუბარი, რომელი ვარიანტი ჩაითვლება რთულად და იმავდროულად, წამოიწია ქულების გათანაბრების საკითხმაც.

ქართულის გამოცდის შედეგები ცნობილია - NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, თუ რა შემთხვევაში ხდება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ქულების გათანაბრება:

აბიტურიენტი, რომელმაც ქართულის გამოცდაზე მაქსიმალური, 60 ქულა აიღო - გაიცანით, მარი გარუჩავა

„ქულების გათანაბრება მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ტესტის რამდენიმე ვარიანტი გვაქვს. ამ მექანიზმის ამოცანაა ვარიანტებს შორის არსებული განსხვავებების კომპენსირება. გაიგივების პროცედურა არ შეეხება ისეთი საგამოცდო სესიის შედეგებს, რომლის მონაწილეთა რაოდენობა გაცილებით ნაკლებია იმავე საგნის დანარჩენ სესიებში მონაწილეთა რაოდენობაზე, ან რომლის ფორმირება არ ხდება მონაწილეების შემთხვევითი შერჩევის პრინციპით. მაგალითად, ფორსმაჟორულ ვითარებაში, მცირე ზომის ჯგუფებისთვის დამატებითი სესიების დანიშვნის შემთხვევაში, ამ სესიებში მონაწილე აბიტურიენტის მიერ მიღებული ნედლი ქულა იქნება მისი საბოლოო ქულა“.

სკოლის ერთადერთმა მოსწავლემ ეროვნულ გამოცდაზე უმაღლესი ქულა მიიღო - „მაღალმთიანი სოფლიდან ვარ, ბოლო 5 წელი მარტო ვიჯექი საკლასო ოთახში“

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203