ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მოსწავლე ცოტნე ქართველიშვილი შემოქმედებით კონფერენციის დასკვნით ტურში მიიწვიეს
09-05-2018
ქობულეთის N6 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ცოტნე ქართველიშვილი 12 მაისს თბილისში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში მოსწავლეთა 72-ე შემოქმედებით კონფერენციის დასკვნით ტურში მიიწვიეს.
ხელმძღვანელი პედაგოგი ნატო შამილიშვილი გახლავთ.
მოსწავლეთა სასწავლო–შემოქმედებითი კონფერენცია აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და აჭარის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის ორგანიზებით ტარდება, რომელიც ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავს ეძღვნება, სახელწოდებით - „ილია ჩვენი თანამედროვე“.