მასწავლებლის დეკრეტული შვებულების ირგვლივ, რამდენიმე კითხვა აქტუალობას არ კარგავს, რომელთა შორისაცაა ერთი მათგანი: ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულების დრო ემთხვევა ზაფხულის საშვებულებო პერიოდს, პედაგოგი იღებს მხოლოდ ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების თანხას თუ პარალელურად კუთვნილი შვებულების ანაზღაურებასაც?
მასწავლებელთა პროფკავშირი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დამატებით განმარტებას აკეთებს და აღნიშნავს, რომ:
„ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის, ასევე ახალშობილის შვილად აყვანის გამო შვებულებების ანაზღაურების წესის“ მე-6 მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად იმ შემთხვევაში, თუ პედაგოგს ყოველწლიური კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდში გახსნილი აქვს საავადმყოფო ფურცელი ორსულობისა და მშობიარობის, ბავშვის მოვლის ან ახალშობილის შვილად აყვანის გამო, პედაგოგს ყოველწლიურ კუთვნილ შვებულების თანხასთან ერთად მიეცემა დახმარება სრული ოდენობით. ანუ პედაგოგი მიიღებს როგორც სრულ დახმარებას დეკრეტული შვებულების გამო, ისე ანაზღაურებადი კუთვნილი შვებულების თანხას სრულად.