თიანეთის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებულებისა და განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეთა ფულადი ჯილდოთი წახალისების წესში ცვლილება შევიდა, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა, რომ 2022-2023 სასწავლო წლის ოქროსმედალოსნები 1000-ს, ხოლო ვერცხლისმედალოსნები 800 ლარს მიიღებენ.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მუნიციპალიტეტის მკვიდრი, ოქროს მედალოსანი კურსდამთავრებული დაჯილდოვდება 1000 ლარით; ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული დაჯილდოვდება 800 ლარით;
ასევე მოხდება განსაკუთრებული მიღწევების მქონე მოსწავლეების დაჯილდოება: 300-200-150 ლარით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.