მუხაესტატეს საჯარო სკოლაში სპორტულ თამაშებში შეჯიბრებები ჩატარდა
09-05-2018
მუხაესტატეს საჯარო სკოლაში პროგრამის - „პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობა აჭარაში (ACPI)“ ფარგლებში სპორტული ღონისძიება გაიმართა.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, ღონისძიება ადგილობრივი თვითმართველობის სამართალდამცავი სტრუქტურების წევრებთან თანამშრომლობით ჩატარდა.

ღონისძიებას ორგანიზება სკოლის პედაგოგებთან ერთად პოლიციის წარმომადგენელმა თამთა დავითაიამ გაუწია. 

სკოლის აღსაზრდელები სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ ერთმანეთს.

პროგრამა „პოლიციის საზოგადოებრივი საქმიანობა აჭარაში (ACPI)“ მოზარდებს შორის დანაშაულის პრევენციისა და ადგილობრივი თემისა და სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, PH International -ის ფილიალი საქართველოს მიერ,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს ფინანსური მხარდაჭრით აჭარის სკოლებში ხორციელდება.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203