რა გავლენა აქვს მოზარდის ტვინზე მათემატიკას? - ოქსფორდის მეცნიერების საინტერესო კვლევა
21-08-2023
ადამიანის ტვინი ფორმირებას 23 წლის ასაკში ასრულებს, ასე რომ, მოზარდის ინტელექტუალურ პოტენციალზე გავლენის მოხდენა ჯერ კიდევ შესაძლებელია. რით არის თინეიჯერი დაკავებული, რას უყურებს და უსმენს - ეს არის არა მხოლოდ მისი არჩევანი, არამედ აქტიური თვითგანვითარების გზა ან პირიქით. მათემატიკა კი - საუკეთესო საკვებია ტვინისთვის - დაამტკიცეს ოქსფორდელმა მეცნიერებმა. რა გავლენა აქვს მოზარდის ტვინზე მათემატიკას?

მათემატიკა ტვინს უფრო „მოქნილის“ ხდის და კოგნიტური განვითარებისთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობს


ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მოზარდებს, რომელთაც მათემატიკის შესწავლა, დაახლოებით, 16 წლის ასაკში შეწყვიტეს, ტვინში ქიმიური ნივთიერება gamma-aminobutyric acid-ის ნაკლები შემცველობა აქვთ. 

Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნებული სტატიის თანახმად, აღნიშნული ნივთიერება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ტვინს მეტად „მოქნილს“ ხდის. მისი შედარებით დაბალი შემცველობა დაფიქსირდა ტვინის იმ უბნებში, რომლებიც მნიშვნელოვან კოგნიტურ ფუნქციებზეა პასუხისმგებელი, მათ შორის როგორიცაა მსჯელობა, პრობლემის გადაჭრა, მეხსიერება, სწავლა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ექსპერიმენტული ფსიქოლოგიის კათედრის მეცნიერების კვლევაში 14-დან-18 წლამდე 130-ზე მეტი მოზარდი მონაწილეობდა, მათი ტვინის სკანირების შემდეგ კი მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ის, ვინც მათემატიკის შესწავლას აგრძელებდა, ქიმიური ნივთირება - gamma-aminobutyric acid-ს მაღალი შემცველობა ჰქონდა.

როგორც კოგნიტური ნეირომეცნიერი და კვლევის ერთ-ერთი ხელმძღვანელი როი კოენ კადოში (Roi Cohen Kadosh) ირწმუნება, მოზარდი ადამიანის ტვინში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს, რომელიც კოგნიტურ ფუნქციებზე ახდენს გავლენას. სპეციალისტი თვლის, რომ მოსწავლეებმა, რომლებიც მათემატიკის შესწავლას წყვეტენ, შესაძლოა ზრდასრულ ცხოვრებაში ბევრი უპირატესობა დაკარგონ. ამასთან, დასძენს, რომ ყველა მოზარდისთვის მათემატიკა საყვარელი მეცნიერება ნამდვილად არ არის. ამიტომ სკოლებმა მოზარდებს უნდა შესთავაზონ ალტერნატივა. მაგალითად, ისეთი საგანი, როგორიც ლოგიკაა, რომელიც ტვინის იმავე სფეროებს გააქტიურებს, რომელსაც მათემატიკა. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203