ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში განვითარებული სტიქიის გამო ჩარჩენილი კერძო სკოლა „რეცას“ 60-მდე მოსწავლისა და მასწავლებლის ევაკუაცია მოხდა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავს“ ერთ-ერთი მოსწავლის ბებიამ განუცხადა, ახლა მოსწავლეები და მასწავლებლები ონში იმყოფებიან.
„დღეს 6 საათზე ჩამოიყვანეს ონში. დახვედრია მთელი მოსახლეობა. დაგვაპურესო და ონიდან მოდიან უკვე რუსთავისკენ. მშობელი ჩასულა და მარშუტკებიც გამოუყვიათ. კარგად უვნებლად არიან“,- განუცხადა „ინფო რუსთავს“.
შეგახსენებთ, რომ კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.