შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გასაჩივრება 8 აგვისტოდან დაიწყება.
„ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება ორშაბათიდან განახლდება.
8 აგვისტოდან იგეგმება სააპელაციო პროცესის დაწყება, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სააპელაციო განაცხადების მიღება ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი.
აბიტურიენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდება“, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.