საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახური განცხადებას ავრცელებს და შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს მიმართავს.
საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრი დაუყოვნებლივ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას სთავაზობს რაჭაში, შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ ბავშვებსა და მათ მშობლებს.
მომსახურების მისაღებად, გთხოვთ მოგვმართოთ:
ცხელი ხაზი: 08 00 00 00 88
ონლაინ კონსულტაცია: befriend.mes.gov.ge