ყველა საგნის შედეგი ცნობილია - გამოქვეყნდა ლიტერატურის, სამოქალაქო განათლებისა და ფიზიკის გამოცდის ქულები
07-08-2023
გამოქვეყნდა აბიტურიენტთა პირველადი შედეგები ლიტერატურაში, სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკაში.

საკუთარი შედეგის გასაგებად აბიტურიენტი უნდა შევიდეს ვებგვერდზე https://online.naec.ge/defonline/ , შესაბამის ველში კი მიუთითოს პირადი ნომერი და ხუთნიშნა პაროლი. პირად გვერდზე გამოსაცდელს ექნება საკუთარი ნაშრომის ასლისა და კონკრეტულ საგანში მიღებული პირველადი, „ნედლი“ ქულის ნახვის შესაძლებლობა.

დეტალურად: https://naec.ge/#/ge/post/3014

8 აგვისტოდან დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღების პროცესი, რომელიც სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. საპრეტენზიო განაცხადების მიღება ელექტრონულ ფორმატში იქნება შესაძლებელი. აბიტურიენტს უფლება აქვს, გაასაჩივროს როგორც ერთი, ასევე რამდენიმე დავალება. დეტალური ინსტრუქცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკ გვერდებზე გამოქვეყნდებ
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203