ორბელის საჯარო სკოლის მორიგი წარმატება კალათბურთში
09-05-2018
ორბელის საჯარო სკოლამ კალათბურთში სკოლებს შორის გამართულ ზონალურ ტურში გაიმარჯვა. 

სკოლა მორიგი სპორტული წარმატების შესახებ სოციალურ ქსელში წერს. 

„ორბელის საჯარო სკოლაში გაიმართა ზონალური ტური კალათბურთში სკოლებს შორის. გამარჯვება მოიპოვა ორბელის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გუნდმა. გადაეცათ სიგელი და ფასიანი საჩუქარი! (უკვე არაერთი) გულითადად ვულოცავთ ორბელის სკოლის მოსწავლეებს კიდევ ერთ გამარჯვებას! წარმატებები არ მოგკლებოდეთ კვლავაც და კვლავაც ჩვენო ძვირფასებო! ისევ მადლობა სპორტის მასწავლებელს დაუღალავი შრომისათვის! მადლობა გულშემატკივრებს! წარმატებები ყველას და ყოველთვის!“, - წერია სკოლის „ფეისბუქის“ გვერდზე.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203