ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა აჭარის ყოფის ამსახველი ნივთები დაათვალიერეს
09-05-2018
ხულოს მუნიციპალიტეტის განახლების საჯარო სკოლის მოსწავლეები ხულოს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში იმყოფებოდნენ. სკოლის მე-5, მე-6, მე-7 და მე-8 კლასის მოსწავლეებმა აჭარის ყოფის ამსახველი ეთნოგრაფიული ნივთები დაათვალიერეს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მუზეუმის თანამშრომლებმა სკოლის აღსაზრდელებს საინტერესო დახვედრა მოუწყვეს. იხილეთ ფოტოები