ფოთში, ზღვაში ორი მოზარდის ცხედარი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 14 წლის ავთო ედიბერიძე და 16 წლის ნიკა კარანაძე ზღვაში შესვლიდან მალევე გაუჩინარდნენ. ერთ-ერთი მოზარდის ცხედარი მაშველებმა 7 აგვისტოს ამოიყვანეს, ხოლო მეორე დღეს დილით იპოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო დახმარებისა და სამაშველო ჯგუფები.
როგორც სოციალურ ქსელში წერენ, ავთო ედიბერიძე დედისერთა იყო. იგი ფოთის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლე იყო, ხოლო ნიკა კარანაძე ფოთის პირველ საჯარო სკოლაში სწავლობდა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.