უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ მინისტრის ბრძანებაში ცვლილება შევიდა.
დოკუმენტის თანახმად, უმაღლესი სასწავლებელი ვალდებულია დაადასტუროს, რომ აპლიკანტი, მის მიერვე არჩეულ უცხო ენას ფლობს არანაკლებ B 1 დონისა;
„უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს შეუჩეროს სტუდენტის სტატუსი თუ პირმა სასწავლო კომპონენტის შეფასების სულ მცირე ერთ კომპონენტში არ მიიღო შეფასება, აკადემიური რეგისტრაციის გავლიდან 45 კალენდარული დღის განმავლობაში.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის თაობაზე, მათ შორის ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად შეჩერების შემთხვევაში, ბრძანების გამოცემიდან 10 კალენდარულ დღეში ინფორმაცია წერილობით მიაწოდოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“, - ნათქვამია მინისტრის ბრძანებაში.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.