აბიტურიენტების სააპელაციო განაცხადების მიღება დასრულდა და ახლა აპლიკანტები საბოლოო შედეგებს ელიან. ნაშრომის გასაჩირების საფასური 50 ლარია.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი განმარტავს, რა შემთხვევაში დაუბრუნდებათ აბიტურიეტნებს გადახდილი თანხა უკან:
„აპელაციის საფასურს იხდით სააპელაციო განაცხადის შევსებამდე. ერთი გამოცდის შედეგის გასაჩივრების საფასურია 50 ლარი (ქულის მომატების ან დაკლების შემთხვევაში თანხა უკან დაბრუნდება განცხადების საფუძველზე). გადახდის დანიშნულებაში უნდა ჩაიწეროს გამოსაცდელის პირადი ნომერი და, საჭიროების შემთხვევაში, გვარი და სახელი. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა, მან უნდა მიუთითოს პირადობის (ბინადრობის) მოწმობა/პასპორტის სერია და ნომერი“.