ნიგვზარის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება გაიმართა
09-05-2018
ნიგვზარის საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით ღონისძიება - „ჯანსაღი ცხოვრების წესი-ხანგრძლივი სიცოცხლის გარანტი!’’ გაიმართა. ღონისძიება სამოქალაქო განათლების კლუბის „მზის შვილების’’ ინიციატივით ჩატარდა.
ღონისძიებაზე მოსწავლეებმა წარადგინეს პრეზენტაციები თემებზე - „ნარკომანია“, „აივ ინფექცია საქართველოში“, „ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჯანსაღი კვება,“ „ადრეული ქორწინება და მოზარდთა ორსულობა,“ „ფიზიკური აქტივობა“, და „რატომ იწყებენ თამბაქოს მოწევას!?“.
ღონისძიებას მოსწავლეები, მშობლები და პედაგოგები დაესწრნენ. იხილეთ ფოტოები