ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მოსწავლეები სასამართლოში საქმის განხილვას დაესწრნენ
09-05-2018
ახალაბასთუმნის საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეები ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში იმყოფებოდნენ. 

ისინი სასამართლო სხდომას დაესწრნენ და საქმის განხილვა მოისმინეს. 

აქტივობა სამოქალქო გაკვეთილის ფარგლებში განხორციელდა, სადაც მოსწავლეებმა თეორიული ნასწავლი მასალა პრაქტიკით განიმტკიცეს. 

სხდომას მოსწავლეებთან ერთად საგნის მასწავლებელიც ესწრებოდა. 

იხილეთ ფოტო
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203