ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ახალ სასწავლო კურსს იწყებს - რეგისტრაციის ვადები და დეტალები
10-08-2023

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა (KIU) ახალი სასწავლო კურსი „კიბერუსაფრთხოების საფუძვლები“ დაიწყო. პროგრამა ქართველი და გერმანელი ექსპერტების მიერაა შემუშავებული და სექტემბრის დასაწყისში KIU-ში განხორციელდება.

კურსის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ, გაიღრმავონ ცოდნა და გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარ-ჩვევები კიბერუსაფრთხოების სფეროში.

კურსზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო და 2023 წლის 25 აგვისტომდე გაგრძელდება.

როგორც ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში აცხადებენ, პროექტი დაფინანსებულია USAID-ის ხუთწლიანი პროგრამის - დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ფარგლებში და მიზნად ისახავს კიბერუსაფრთხოების დარგში კვალიფიციური და ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი სამუშაო ძალის მომზადებას.

აღსანიშნავია, რომ სასწავლო კურსი სრულად ფინანსდება. კურსის წარმართვა სექტემბრის პირველ კვირაში იგეგმება და ამ პერიოდში მონაწილეებს  შესაძლებლობა ექნებათ, განთავსდნენ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის  საცხოვრებლებში.

„კურსის დასრულების შემდეგ გაიცემა KIU-ს სერტიფიკატი,  ხოლო, წარმატებული კურსდამთავრებულების ნაწილი (მაქსიმუმ 20%) მიიღებს საერთაშორისო სასერტიფიკატო ვაუჩერს „ეთიკური ჰაკერის“ გამოცდის ჩასაბარებლად.

კურსზე რეგისტრაციის ბოლო ვადაა 2023 წლის 25 აგვისტო.

რეგისტრაციისთვის იხ.სააპლიკაციო ფორმა. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ,დაგვიკავშირდით ნომერზე:

+995 598 44 93 55ან *0197, www.kiu.edu.ge“, - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203