შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა მასწავლებელთა გამოცდების შედგების ნაწილი გამოაქვეყნა; ცნობილია მათემატიკის (VII-XII), ისტორიის (VII-XII), გეოგრაფიის (VII-XII), სამოქალაქო განათლების (VII-XII), ფიზიკის (VII-XII), ქიმიის (VII-XII), ბიოლოგიის (VII-XII), სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის, აზერბაიჯანული ენის, ასევე სომხური ენის ქულები.
მასწავლებლის გამოცდების შედეგები ცნობილია
საკუთარი შედეგის გასაგებად გამოსაცდელი უნდა ეწვიოს ვებგვერდს online.naec.ge, სისტემაში შესვლა შესაძლებელია პირადი ნომრითა და საგამოცდო ბარათზე მითითებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო კოდით.
შედეგები სხვა საგამოცდო საგნებში ეტაპობრივად გამოცხადდება, რის შემდეგაც დაიწყება საპრეტენზიო განაცხადების მიღება.
აღსანიშნავია, რომ არაქართულენოვანი სკოლების შემთხვევაში, შენარჩუნებულია 1,4,7,10 კრედიტი; პრემიერის ბრძანებაში აღნიშნულია, რომ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოსი მასწავლებელი 2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე ინარჩუნებს პრაქტიკოსის სტატუსს.
გარდა ამისა, ცვლილება შეეხო საგნის გამოცდასაც, იგივე არაქართულენოვანი სკოლების პედაგოგებისთვის და პრემიერის გადაწყვეტილებით, კვლავ ბრუნდება 1,4,7, 10 კრედიტი.
დოკუმენტში, რომელიც ძალაშია, აღნიშნულია:
„იმ არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების პრაქტიკოს მასწავლებლებს (გარდა ეთნიკური უმცირესობის ენების აზერბაიჯანული და სომხური ენების მასწავლებლებისა), რომლებმაც 2023 წლის იანვრისთვის ვერ შეიცვალეს სტატუსი და 2023 წლის საგნის გამოცდაზე დარეგისტრირდნენ, მიეცეთ უფლება, 2023 წლის საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები დაუანგარიშდეთ 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად.
2025-2026 სასწავლო წლის ბოლომდე საგნის გამოცდაზე მიღებული შედეგები შესაძლებელია, დაანგარიშდეს 1, 4, 7 ან 10 კრედიტქულად, შემდეგი ცხრილის შესაბამისად.