როგორია კახეთში, რთველის დროს, ხევსური პაპა-ბებიების სტუმრობა შვილიშვილებთან - თეთრიწყლების სკოლის სპექტაკლი
16-11-2016

თეთრიწყლების სკოლაში ,,შემოდგომის ზეიმი’’ გაიმართა. 

I, II და III კლასის მოსწავლეებმა, დაწყებითის მასწავლებლებთან ერთად,  წარმოადგინეს პატარა სპექტაკლი, რომელშიც გადმოცემული იყო ხევსური პაპა-ბებიების სტუმრობა კახეთში შვილიშვილებთან რთველის დროს. 

სპექტაკლი შემოდგომის  ლამაზი დეკორაციებით მოსწავლეების მიერ იყო გაფორმებული.

ბავშვებმა მოწვეულ სტუმრებს გააცნეს ღვინის დაწურვისთვის საჭირო  ჭურჭელი, აუხსნეს მათი მნიშვნელობები. 

ღონისძიების დასასრულს გაიმართა თათარაობა, ამოავლეს ჩურჩხელები და როგორც თავად აღნიშნეს, ზეიმზე შემოდგომის სურნელი დაატრიალეს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203