სამხედრო სავალდებულო სამსახურში მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევის შესახებ დადგენილება გამოქვეყნდა, რომელსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
დოკუმენტის თანახმად, საშემოდგომო გაწვევა მიმდინარე წლის 21 აგვისტოდან დაიწყება და ეს იმ ფონზე, როდესაც აბიტურიენტებმა ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ჯერ არი იციან.
„მოქალაქეთა 2023 წლის საშემოდგომო გაწვევა განხორციელდეს 2023 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 27 დეკემბრამდე; 18-იდან 27 წლამდე ასაკის გასაწვევი მოქალაქეები ამ დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან ვალდებულნი არიან, გამოცხადდნენ მუნიციპალიტეტის მერიის, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობის (შემდგომში – თბილისის რაიონი) და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში (შემდგომში – მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის/აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სტრუქტურული ერთეული) რეგისტრაციის/ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით“, - აღნიშნულია დადგენილებაში.
განსაზღვრულია ადგილების მაქსიმალური რაოდენობაც:
თავდაცვის ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა 1400, შინაგან საქმეთა სამინისტროში - 949, პენიტენციურ სამსახურში - 570, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში 225 იქნება.
დოკუმენტი სრულად იხილეთ ბმულზე.