პედაგოგთა გამოცდასთან დაკავშირებით მასწავლებლის სახლი ინფორმაციას ავრცელებს
15-08-2023

გამოქვეყნდა იტალიური ენის მასწავლებლობის მსურველებისათვის განკუთვნილი საგამოცდო ტესტის ნიმუშები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, გიორგი ამილახვარის გადაწყვეტილებით, 2023 წლიდან იტალიური ენის მასწავლებლებს საგნობრივი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა მიეცათ, რაც ხელს შეუწყობს მათ პროფესიულ განვითარებას და სკოლებში იტალიური ენის გაძლიერებას.

სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და საქართველოში იტალიური ენის სწავლების კოორდინატორ ორგანიზაცია „მინერვას“ შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, მომზადდა იტალიური ენის ტესტური დავალებები.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203