ბორჯომის N1 საჯარო სკოლის გუნდმა მინი-ფეხბურთის ტურნირში გაიმარჯვა
10-05-2018
ბორჯომის N1 საჯარო სკოლის გუნდმა ბორჯომის საჯარო სკოლებს შორის გამართულ მინი-ფეხბურთის შეჯიბრში გაიმარჯვა. ტურნირი რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მე-2 ადგილზე ყვიბისის საჯარო სკოლა გავიდა, ხოლო მე-3 ადგილი ორი საჯარო სკოლის - ახალდაბისა და ანდეზიტის გუნდებმა დაიკავეს.
გამარჯვებულები ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა მარინა ხუჯაძემ დააჯილდოვა.
ახალგაზრდა ფეხბურთელებს დაკავებული ადგილების მიხედვით, თასი, მედლები, სიგელები და სპორტული მაისურები გადაეცათ.
ჩემპიონატი ბორჯომის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, სასკოლო ოლიმპიადის ფარგლებში გაიმართა.