2023-2024 წლის უფასო ფაკულტეტები ცნობილია - დეტალები
15-08-2023

2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები განისაზღვრა.


2023-2024 სასწავლო წლის უფასო პროგრამების ჩამონათვალი

აღსანიშნავია, რომ პროგრამული დაფინანსების მიღებაზე უფლებამოსილია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული შემდეგი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:

ა) სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,524,500.00 ლარი;

ბ) სსიპ – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი 3,966,750.00 ლარი;

გ) სსიპ – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი 900,000.00 ლარი;

დ) სსიპ – აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი 2,124,000.00 ლარი;

ე) სსიპ – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი 967,500.00 ლარი;

ვ) სსიპ – სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 562,500.00 ლარი;

ზ) სსიპ – იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი 587,250.00 ლარი;

თ) სსიპ – სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი 659,250.00 ლარი;

ი) სსიპ – გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 207,000.00 ლარი;

კ) სსიპ – შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი 225,000.00 ლარი.

ეს უმაღლესები არაუგვიანეს შესაბამისი სასწავლო წლის 15 ნოემბრისა და 15 აპრილისა, ამტკიცებს ადგილების რაოდენობას, რომლებზეც სტუდენტის სწავლის საფასურს დააფინანსებს სახელმწიფო.

2023-2024 სასწავლო წელს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე პროგრამული დაფინანსების გაცემის წესი და პირობები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203