დაიწყება აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიის განვითარება - დეტალები
20-08-2023

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტში გაწერილია სკოლამდელი განათლების ხელშეწყობის პროგრამა, სადაც დეტალურადაა გაწერილი, თუ რა ღონისძიებების გატარება იგეგმება ამ მიმართულებით.

დოკუმენტის თანახმად, იგეგმება სკოლამდელი აღზრდის სფეროში მართვის პოლიტიკის განხორციელება; დაიხვეწება სტანდარტების შესაბამისი სააღმზრდელო პროგრამა/მეთოდოლოგია;

გარდა ამისა, დეგეგმილია ბაგა-ბაღების პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და საბავშვო ბაგა-ბაღების მაქსიმალური გამტარუნარიანობა  - სკოლამდელი აღზრდის მომსახურების მიღების მსურველთა არსებული მოთხოვნის რაოდენობის მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის: ახალი ბაგა-ბაღების მშენებლობა და არსებულ ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო ჯგუფების მოწყობა.

ცნობილია ისიც, რომ გაგრძელდება ბავშვების სხვადასხვა სოფლებიდან ტრანსპორტირება.

აღმზრდელ-პედაგოგების ახალი პროფესიული სტანდარტის შესაბამისად ამოქმედდება კადრების მომზადებისა და გადამზადების სისტემა, დაიწყება აღმზრდელისა და აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიების განვითარება, პროფესიაში ახალგაზრდა კვალიფიციური კადრების მოზიდვა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203