ოტია იოსელიანის სახელობის წყალტუბოს N1 საჯარო სკოლაში სკოლის დირექციის ინიციატივით განხორციელდა სიმულაცია-იმიტაცია ხანძართან დაკავშირებით.
სიმულაცია საგანგებო სიტუაციებისა და გადაუდებელი სამსახურის ხელმძღვანელობის ხელშეწყობით, წყალტუბოს პოლიციის სამმართველოსთან, წყალტუბოს სასწრაფო დახმარების სამსახურთან და წყალტუბოს საგანმანათლებლო რესურსცენტრთან შეთანხმებით გაიმართა.
„ჩვენ შევძელით 700-მდე მოსწავლისა და 70 პედაგოგისა და ტექპერსონალთა ორგანიზებული ევაკუაცია. სკოლის ისტორიაში ეს დღე უსაფრთხო სკოლის შექმნის ხელშეწყობის პრევენციული ღონისძიება გახლდათ“ - აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
წყალტუბოს N1 საჯარო სკოლა მადლობას უხდის წყალტუბოს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ხელმძღვანელს ზორბეგ ყაზაიშვილს თანამშრომლობისათვის და ელდარ შველიძეს, ნინო კვერნაძეს და ინგა არაბიძეს ფოტოგადაღებისთვის.
იხილეთ ფოტოები