ჩარიცხვის ვადები განისაზღვრა - სამინისტროს გადაწყვეტილება
19-08-2023
„თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირის ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესში ცვლილება შევიდა; დოკუმენტით განისაზღვრა, რომ აღნიშნულ პროგრამაზე შეიძლება ჩაირიცხონ პირები 6-იდან 18 წლამდე, სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, პირის კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე.

თავის მხრივ, სამინისტრო ბენეფიციარის პროგრამაზე ჩარიცხვისათვის საჭირო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას უგზავნის შესაბამის სკოლას;

„ბენეფიციართა პროგრამაზე ჩარიცხვასთან დაკავშირებით პირის მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მხარდამჭერის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის მიმართვის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სამინისტროში ამ წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა სიის შესაბამისი წლის 1 სექტემბრამდე წარდგენის შემთხვევაში, პროგრამაზე ჩარიცხვა განხორციელდება არაუგვიანეს შესაბამისი წლის სექტემბრისა, ხოლო 31 დეკემბრამდე წარდგენის შემთხვევაში – არაუგვიანეს მომდევნო წლის იანვრისა“, - აღნიშნულია დოკუმენტში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203