ძირკვაძეების საჯარო სკოლაში შიდა დაკვირვების გაკვეთილი რუსულ ენაში ჩატარდა
10-05-2018
ძირკვაძეების საჯარო სკოლაში შიდა სტანდარტული გაკვეთილი ჩატარდა. 

გაკვეთილი VIII კლასში რუსული ენის პედაგოგმა ამირან შავაძემ ჩაატარა. 

გაკვეთილის თემა „Материки и океаны“ იყო. 

სკოლის წარმომადგენლის თქმით, გაკვეთილი საინტერესო, მრავალფეროვანი და ხალისიანი აქტივობებით იყო დატვირთული, მოსწავლეებიც აქტიურად იყვნენ ჩაბმული საგაკვეთილო პროცესში.

გაკვეთილს შეფასების მიზნით სკოლის შიდა შეფასების ჯგუფის ყველა წევრი ესწრებოდა. 

ძირკვაძეების საჯარო სკოლა მადლობას უხდის მასწავლებელს და მოსწავლეებს წარმატებული გაკვეთილისთვის. 

იხილეთ ფოტოები 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203