დაბა კაზრეთის N2 საჯარო სკოლაში „ტკბილი კლასის საათი“ გაიმართა
10-05-2018
დაბა კაზრეთის №2 საჯარო სკოლაში დედა ენის დღესთან დაკავშირებით მრავალფეროვანი აქტივობები ჩატარდა. 

მოსწავლეებმა პრეზენტაცია ნახეს, შემდეგ ქუჩაში ბარათები დაარიგეს და საზოგადოებას ენის სიწმინდის დაცვის მნიშვნელობა შეახსენეს.

სკოლაში ასევე „ტკბილი კლასის საათი“ გაიმართა. მე-8 კლასის მოსწავლეებმა დედა ენის დღეს საზეიმოდ ტორტი გაჭრეს. 

დაწყებითი კლასების მოსწავლეებმა კი იაკობ გოგებაშვილის ღვაწლი აღნიშნეს. პედაგოგი მათ დედა ენის დღის მნიშვნელობაზე ესაუბრა. 

დედა ენის დღე საქართველოში 14 აპრილს აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს საქართველოს მოსახლეობამ, ინტელიგენციის წარმომადგენლებთან ერთად, მასობრივი გამოსვლა მოაწყო და წინ აღუდგა საბჭოთა კავშირის გადაწყვეტილებას, საქართველოში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის გაუქმების შესახებ.

დაძაბული ვითარების გამო, ოფიციალური მოსკოვი იძულებული გახდა, დაეთმო და კონსტიტუციაში ცვლილება აღარ შევიდა, ხოლო 14 აპრილი „დედა ენის დღედ“ გამოცხადდა.

იხილეთ ფოტოები
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203