როდიდან უნდა დაბრუნდნენ მასწავლებლები სკოლაში - „მათი შვებულება, 40 დღე გრძელდება“
სასწავლო წლის მოახლოებასთან ერთად სასკოლო საზოგადოებისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება სკოლაში დაბრუნების საკითხი. არსებობს თუ არა კონკრეტული თარიღი, როცა ყველა პედაგოგი უნდა გამოცხადდეს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში - ამ კითხვით არაერთმა პედაგოგმა მიმართა etaloni.ge-ს.
ტრადიციულად პედაგოგები 25 აგვისტოდან იწყებდნენ საჯარო სკოლებში გასვლას, ამ პერიოდიდან იწყება საათების გადანაწილება, კურიკულუმის შედგენა და სხვა წინასასწავლო საკითხების მოგვარება. თუმცა როგორც განათლების სამინისტროში გვეუბნებიან, „მასწავლებლის სკოლაში გასვლა დამოკიდებულია მისი შვებულების პერიოდზე. შესაბამისად, სკოლაში გამოცხადებების შესახებ ინფორმაცია პედაგოგებმა უშულოდ ხელმძღვანელობისგან უნდა მიიღონ. ზოგადად კი პედაგოგების საზაფხულო შვებულება, დასვენების დღეების ჩათვლით, საშუალოდ, 40 დღე გრძელდება“.
18 თუ 15 სექტემბერი - სწავლის დაწყების თარიღს სამინისტრო აკონკრეტებს