ბატაგრამში (პაკისტანი) საბაგიროს ტროსი დაზიანდა და შედეგად, კაბინაში 8 ადამიანი ჩარჩა; მათ შორისაა 6 მოსწავლე, რომლებიც დილით სკოლაში მიდიოდნენ.
ცნობილია, რომ ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა დილიდანვე დაიწყეს სამაშველო ოპერაცია;
კომისრის თანაშემწე ჯავად ჰუსეინი აღნიშნავს, რომ ადგილზე იმყოფებიან პაკისტანის არმიისა და საჰაერო ძალების წარმომადგენლები;
„ამ ეტაპზე სამაშველო ოპერაციას ხელს უშლის ძლიერი ქარი“, - აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი სამაშველო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.