ტყემლანის საჯარო სკოლამ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღნიშნა
10-05-2018
ტყემლანის საჯარო სკოლამ ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავი აღნიშნა.
მოსწავლეებმა სიმღერებით, ლექსებით და სპეციალურად მომზადებული სიტყვებით იმ ადამიანების ხსოვნას პატივი მიაგეს, რომლებმაც თავი გასწირეს და ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი შეიტანეს.
ღონისძიებას ახალციხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და მოსწავლეებთან ერთად ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
ცნობისთვის, 9 მაისს რუსეთსა და პოსტსაბჭოთა სივრცის ზოგიერთ სახელმწიფოში მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვება აღინიშნება. 1945 წლის 9 მაისს მოსკოვში წითელ მოედანზე ამ გამარჯვების აღსანიშნავი სამხედრო აღლუმი გაიმართა.