ვინ აფასებს სკოლას და ანიჭებს ავტორიზაციას - იხილეთ, საბჭოს წევრთა სია
08-09-2023
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს უფლებამოსილების ვადა განისაზღვრება ორი წლით. საბჭოს წევრებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ - მინისტრი.

გთავაზობთ, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს შემადგენლობას:

1.მალაზონია დავით - შპს „თანამედროვე განათლების აკადემიის“ დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე;

2. მამსიკაშვილი თამარ -  აზიის განვითარების ბანკის პროგრამის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“ სკოლების გაძლიერების სპეციალისტი - საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე;

3.ბაბილუა პეტრე - შპს "ევროპული სკოლის" მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;

4. გაბოშვილი ნატო - შპს „საქართველოს უნივერსიტეტის“ მასწავლებელთა დაკვირვებისა და მენტორინგის პროგრამის მათემატიკის მიმართულების ხელმძღვანელი;

5. გიგიბერია გიორგი - ა(ა)იპ - ფონდ „საერთაშორისო განათლების ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი;

6. დანდურიშვილი მორის - სსიპ-ქალაქ ხაშურის N1 საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;

7.გოგუაძე ზვიად -  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ხაშურის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;

8. კვირიკაშვილი ეკატერინე- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - ძველი თბილისის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი;

9. მამფორია მაკა - შპს „ლამარა მარგველაშვილის სახელობის სკოლა XXI საუკუნის“ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა კათედრის ხელმძღვანელი;

10.მეკრავიშვილი შალვა - სსიპ - შოთა რუსთაველის სახელობის ქალაქ რუსთავის  №2 საჯარო სკოლის ისტორიისა და სამოქალაქო განათლების მასწავლებელი;

11. ნატროშვილი ქეთევან - შპს „ქართული სასწავლებელი - თბილისის“ დირექტორის მოადგილე;

12. ჯინჭარაძე მანანა - სსიპ-მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ინოვაციური განათლების პროგრამის კონსულტანტი - საბჭოს მდივანი.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203