14 სკოლის საკითხი საბჭოს სხდომაზე გადაწყდება - დეტალები
24-08-2023

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო 14 სკოლის საკითხს განიხილავს.

24 აგვისტოს განიხილება თბილისის №154, სოფიკო ჭიაურელის სახელობის, თბილისის №54, გორის №2, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისის და ქუთაისის №14 საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხი;

29 აგვისტოს ავტორიზაციის საბჭოს სხდომა მიეძღვნება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბნის, ბორჯომის N3, თბილისის N177, ბაღდათის N2 და ქუთაისის N36 საჯარო სკოლებს.

30 აგვისტოს კი შპს საერთაშორისო აკადემია ლოგოსის, წმინდა ნინოს სახელობის, ქუთაისის N3, თბილისის N21 და ზუგდიდის N3 საჯარო სკოლების ავტორიზაციის საკითხი განიხილება.

აღსანიშნავია, რომ სხდომა ჩატარდება ონლაინ-რეჟიმში zoom-ის პლატფორმის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203