სამინისტრო ერთი სკოლის ფარდისა და მონტაჟისთვის 21 ათას ლარზე მეტს იხდის
10-09-2023
„საგანმანთლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო“ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლის დიდი დიღმის ფილიალისთვის ფარდა-როლეტების შეძენისა და სამონტაჟო სამუშაოებისთვის 21 798 ლარს იხდის. 

როგორც ცნობილია, სახელმწიფო ტენდერში  შპს „დიომ“ გაიმარჯვა. როგორც დოკუმენტიდან ირკვევა კომპანიამ შემდეგი კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილოს.

• ფარდა როლეტი - ჯამში 840 კვ.მ.
• კარნიზის ფერი: თეთრი;
• კარნიზის მასალა: ალუმინი;
• მართვის ტიპი - მექანიკური;
• ნაჭრის ტიპი : 100% პოლიესტერი,
• ნაჭრის ფერი: მოთხოვნის შესაბამისად;
• ნაჭრის წონა: არანაკლებ 185 გრ;
• სამართავი მექანიზმი - ვერტიკალურ სიბრტყეში მამოძრავებელი ჯაჭვი.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203